logo_geo
eng_logo
ვატო შაქარაშვილი: ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?!
- +

22 ივნისი. 2021. 15:04

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელით ეხმაურება რუსთაველის თეატრის რუსეთში დაგეგმილ გასტროლს.

 

„მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა“ - რობერტ სტურუა.

 

ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! სად, რა აგური დაგიდიათ?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! ან თქვენ შვილებს ან თქვენ მშობლებს?! ყველა ბრძოლიდან გაქცეულები და სოროში შემძვრალები ხართ! თქვენ მარტო შარვლის ჩახდა გეხერხებათ მოქნილად ოკუპანტის წინაშე! რა სიკეთე მოგიტანიათ ქვეყნისთვის თქვენი საქმიანობით?! გარდა მავნებლობისა არაფერი!

 

ეთაყვანებით იმ პარტიას, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ბრძოლის ველიდან გამოიქცა, დაცემული ჯარისკაცები მიატოვა, რუსთაველზე „გამარჯვება“ იზეიმა და ომით დიდი ფული იშოვა! (რომელითაც ეხლა თქვენი სამოქალაქო აქტივიზმი ფინანსდება)

 

მერე ყველა სასიცოცხლო რესურსი რუსებს ჩაუგდო ხელში, ასე „აპრავებდა“ თქვენი იმამი - ფულს სუნი არ უდისო…

 

ეს ყველაფერი არ იკმარეთ და აგერ 2018 წელს „შკრიალოვების დესანტი“ ჩამოსხით, რუსეთის ნომრიანი აგენტის გასაპრეზიდენტებლად…

 

არ გამოგივიდათ, არ გამოგივათ!!!

 

აბა ვინ დაიჯერებს ტვ „ფორმულას“ „პატრიოტულ“ აღტკინებას, რომელიც კეზერაშვილის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომში ნაშოვნი ფულით ფინანსდება…“ - წერს ვატო შაქარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner