„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცების „არგუმენტი“ თითქოს „ოკუპაციის“ ტერმინის დამკვიდრება გადაფარავს იმ ზიანს, რაც მათ მიერ მშვიდი სინდისით (თუმცა სად აქვთ!) ხელმოწერილ ტექსტს მოჰყვა, სადაც საქართველო არაერთ დარღვევებში არის სრულიად უსამართლოდ დადანაშაულებული“, - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ინტერვიუს ეხმიანება.
მისი თქმით, გუშინ, „ნაცების“ გავეშებული რეაქციები მოჰყვა ნაცებისვე „მთავარ არხზე“ მამუკა მდინარაძის მიერ იმის შეხსენებას, თუ როგორ მოაწერეს ხელი ხელისუფლებაში მყოფმა და ვითომ სამშობლოს „პატრიოტმა“ ნაცებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ფაქტობრივად საქართველო იყო გამოყვანილი ომის დამწყებად.
„დღეს უტყუარი ფაქტების წნეხის ქვეშ ცალყბად მაინც აღიარებენ, რომ „სადავო პუნქტები“ იყო იმ ტექსტშიო. თუმცა, ის რაც მათთვის მხოლოდ „სადავოა,“ ჩვენი ქვეყნისთვის არის უკიდურესად საზიანო და მათი ამ უგუნურებით ან შეიძლება სხვა მიზნებით ჩადენილს და მის პოლიტიკურ შედეგს ჩვენი სახელმწიფო დღემდე იმკის, რადგანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს რეზოლუცია არის ერთ ერთი დოკუმენტი რითაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობა აგვისტოს ომის და მისი შედეგების შეფასებისას.
„ნაცების“ ხელმოწერით დამშვენებულ დოკუმენტში კი წერია რომ რუსეთმა მხოლოდ „საპასუხო რეაქცია“ განახორციელა საქართველოს ქმედებებზე. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცების „არგუმენტი“ თითქოს „ოკუპაციის“ ტერმინის დამკვიდრება გადაფარავს იმ ზიანს, რაც მათ მიერ მშვიდი სინდისით (თუმცა სად აქვთ!) ხელმოწერილ ტექსტს მოჰყვა, სადაც საქართველო არაერთ დარღვევებში არის სრულიად უსამართლოდ დადანაშაულებული. ხომ იძახიან უტიფრად, რომ ჩვენ დროს საქართველო უფრო მეტად ჩანდა ევროპის რადარებზეო! ახლა ვკითხოთ, იმ სამარცხვინო ხელმოწერით რა კუთხით გამოაჩინეს საქართველო საერთაშორისო რადარებზე?! დადებითი კუთხით ნამდვილად არა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.