logo_geo
eng_logo
თურქეთში პოლიციამ ინჯირლიკის ავიაბაზაზე შვიდი სამხედრო დააკავა
- +

19 ივლისი. 2016. 10:56


თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ ინჯირლიკის ავიაბაზაზე ჩხრეკა ჩაატარა და შვიდი სამხედრო დააკავა.


სააგენტო Anadolu იტყობინებოდა, რომ ამბოხთან დაკავშირებით ავიაბაზის მეთაური გენერალი და 11 ჯარისკაცი დააკავეს. 16 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ინჯირლიკის ავიაბაზა რამდენიმე საათით ბლოკირებული იყო.


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე საჰაერო ავიაბაზას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიადარტყმებისთვის იყენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner