გერმანიის ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სპეცოპერაცია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა.
ამ დროისთვის ვიურცბურგსა და ოქსენფურტს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.