ვაშინგტონის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ მოხდეს კოვიდ19-ის წარმოშობის განმეორებითი გამოძიება, პეკინში განაცხადეს, რომ მთელ მსოფლიოში უნდა მოხდეს აშშ-ის ბიოლაბორატორიების შემოწმება.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვითხოვთ იმ პრობლემების დეტალურ გამოძიებას, რომლებიც შეეხება შეერთებული შტატების სამხედრო ლაბორატორიას ფორტ დეტრიკში და 200-ზე მეტ სხვა, აშშ-ის ბაზაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის არის შექმნილი”, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ჩინელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი იმედოვნებს, მიიღებს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას, რომ „ერთობლივი ძალისხმევით ამერიკული მხარისგან იყოს მიღებული გამჭვირვალე მონაცემები“.
„ჩვენ ვითხოვთ აშშ-ის ტერიტორიაზე პანდემიის წარმოშობის საფუძვლების გამოკვლევას, ასევე, დავადგინოთ ის პირები, ვინც არის პასუხისმგებელი შეერთებულ შტატებში ვირუსთან არაეფექტურ ბრძოლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანმა.
20 ივნისს „Fox News“-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ჩინეთი იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო ექსპერტებს ხელახლა არ დაუშვებს, რომლებიც შეეცდებიან, გაარკვიონ, თუ რა ვითარებაში დაიწყო გავრცელება ახალმა კორონავირუსმა.