logo_geo
eng_logo
პეკინი მთელ მსოფლიოში აშშ-ის ბიოლაბორატორიების შემოწმებას ითხოვს
- +

22 ივნისი. 2021. 16:35

 

 

ვაშინგტონის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ მოხდეს კოვიდ19-ის წარმოშობის განმეორებითი გამოძიება, პეკინში განაცხადეს, რომ მთელ მსოფლიოში უნდა მოხდეს აშშ-ის ბიოლაბორატორიების შემოწმება.

 

​ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვითხოვთ იმ პრობლემების დეტალურ გამოძიებას, რომლებიც შეეხება შეერთებული შტატების სამხედრო ლაბორატორიას ფორტ დეტრიკში და 200-ზე მეტ სხვა, აშშ-ის ბაზაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის არის შექმნილი”, – განაცხადა მან ბრიფინგზე.​

 

ჩინელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი იმედოვნებს, მიიღებს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას, რომ „ერთობლივი ძალისხმევით ამერიკული მხარისგან იყოს მიღებული გამჭვირვალე მონაცემები“.

 

„ჩვენ ვითხოვთ აშშ-ის ტერიტორიაზე პანდემიის წარმოშობის საფუძვლების გამოკვლევას, ასევე, დავადგინოთ ის პირები, ვინც არის პასუხისმგებელი შეერთებულ შტატებში ვირუსთან არაეფექტურ ბრძოლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანმა.

 

20 ივნისს „Fox News“-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ჩინეთი იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო ექსპერტებს ხელახლა არ დაუშვებს, რომლებიც შეეცდებიან, გაარკვიონ, თუ რა ვითარებაში დაიწყო გავრცელება ახალმა კორონავირუსმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner