logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მიგიჩინათ ადგილი და დღემდე ამოყვინთვას ლამობთ!
- +

22 ივნისი. 2021. 16:52

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

„ძვირფასო აკო! - 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ბოლო მოგიღოთ, როგორც პოლიტიკურად, ასევე დაგისამარათ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა. პირწმინდად წააგეთ 2 საპრეზიდენტო, 2 თვითმმართველობისა და 3 საპარლამენტო არჩევნები... იმიტომ, რომ: „ნაციონალური მთავრობა“ იყო ძალადობისა და მოღალატეობრივი შეგნების ხელისუფლება...

 

თვალსაჩინოების რამდენიმე მაგალითი: რეზოლუცია #1633-ის მე-5 და მე-11 მუხლები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი ქართული მხარის საბაბით დაიწყო და რუსეთთან ერთად ჩადიოდით სამხედრო დანაშაულებებს. ამ რეზოლუციაზე ნაც-მთავრობამ ხელი ზარ-ზეიმით მოაწერა. (დეტალურად იხილეთ ლინკი https://bit.ly/2SMuDyA)

 

თქვენი თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილ-ახალაიას მეთაურობით საეჭვო გარიგებაში მონაწილეობდა იარაღის უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთანაც კავშირში იყო სააკაშვილის ბიძა „კაგებეშნიკი“ თემურ ალასანია. აღნიშნულ ფაქტს წერილობით გამოეხმაურა ჰილარი კლინტონიც კი. (წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ https://wikileaks.org/plusd/cables/09STATE79547_a.html)

 

ასევე... დემოკრატიის სახელით დამყარებული ძალადობა... რეფორმებით შენიღბული ბიზნეს-რეკეტი...ადამიანის უფლებებით „გაპრავებული“ ციხის წესრიგი... ყველამ ყველაფერი კარგად იცის...ასე, რომ...რამდენსაც მეტ სისულელეს ილაპარაკებთ, უფრო მეტად ჩაიძირებით პოლიტიკურ ნაგავში, სადაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მიგიჩინათ ადგილი და დღემდე ამოყვინთვას ლამობთ!“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner