ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რატომ არიან სამშობლოს მოღალატეები? რატომ სძულთ თავიანთი ხალხი და ქვეყანა? რატომ არიან ყველაფერზე წამსვლელები, რათა ქვა - ქვაზე არ დარჩეს? რატომ სძულთ ყველა და ყველაფერი, რაც ქართულს და ქართველს ეხება? რატომ აგინებენ ქართველებს? რატომ ჰგონიათ, რომ ქართველები ოდითგანვე იყვნენ უბრალოდ ულვაშებიანი და ღიპიანი ხალხი? რატომ მისცეს რუსეთს ჩვენი ტერიტორები? რატომ დაუთმეს კოდორი? რატომ ჩააბარეს ასზე მეტი სოფელი? რატომ დასაჯეს ყველა ის ჯარისკაცი, ვინც იცოდა მათი მოღალატეობრივი ქმედებების შესახებ? რატომ არიან გაბოროტებულები, რომ რუსებისთვის ყველაფრის მიცემა ვერ მოასწრეს? რატომ თხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებას კონცერტების ჩატარებისთვის ნებართვას მაშინ, როცა ჩვენი გმირი ბიჭები ჯერ კიდევ ცხინვალში ესვენნენ? რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა? რატომ არიან დღესაც მზად, რომ უდანაშაულო ხალხის მკვლელობაზე წავიდნენ? რატომ მართავდნენ ათასიან აქციებს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა? რატომ ცდილობენ სიკვდილით და გვამებით შოუების კეთებას? რატომ იჭერდნენ ყველას, ვინც სიტყვა რუსს ახსენებდა და თვითონ რატომ უჩოქებდნენ პუტინს? რატომ მოუხადეს ბოდიში გავრილოვს? რატომ სჯიდნენ ციხეებში ყველას, ვისაც უყვარდა სამშობლო? რატომ ყრიდნენ ზღვაში ჩვენს გმირებს?
მაგრამ ყველაზე დიდი რატომ არის ეს, რაზეც ხელი მოაწერეს:
2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.
რატომ, რატომ და რატომ? და ამ ყველაფრის შემოქმედნი, რატომ ბედავენ დღეს და არ არიან გამოცხადებულნი, როგორც სამშობლოს მოღალატენი?
ეს და კიდევ უამრავი რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის პასუხი ყველა ქართველმა ხომ ზუსტად იცის?
იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მორჩილნი იყვნენ, არიან და ისტორიაში შევლენ, როგორც საქართველოს, ჩემი ქვეყნის მტრები - გამყიდველები!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.