logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ზედმეტი პათეტიკის გარეშე ვიტყვი - „ნაცებმა“ აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს და საერთაშორისო დოკუმენტითაც გააფორმეს
- +

22 ივნისი. 2021. 18:35

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეზოლუციაზე ხელის მოწერას ეხმიანება.

 

„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და ზედმეტი პათეტიკის გარეშე პირდაპირ ვიტყვი, რომ „ნაცებმა“ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს და უბრალოდ კი არ დააბრალეს, საერთაშორისო დოკუმენტითაც გააფორმეს. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერა პირდაპირი ღალატია. არ ვიტყვი არც იმას, თუ რა რაოდენობის ფული იშოვეს ამ ხელმოწერით და ქართული მიწების უცხოტომელებისთვის გადაცემით, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, მხოლოდ თანხის რაოდენობის შესახებ არის სხვადასხვა ვერსია. არ ვიტყვი არც იმას, რომ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერას წლების განმავლობაში მალავდნენ. ამ ღალატში მთავარი ისაა, რომ დღეს ამ ღალატს თავხედურად „აპრავებენ“ და იძახიან, რომ „სხვა კარგი რაღაცებიც წერია“ და „რუსეთს ოკუპანტი პირველად უწოდესო“.

 

ასეთი თავხედობა მართლაც რომ გაუგონარია და თაღლითობის ყველაზე დაბალ დონესაც არ აკმაყოფილებს. ის რომ რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტია, უკვე 220 წელია ვიცით ჩვენც და მთელმა მსოფლიომაც და რა წერია კიდევ ისეთი „კარგი“ და „შესანიშნავი“, რასაც ცოცხალი თავით არ ამბობენ. ან კი რა უნდა თქვან, რადგანაც კაპიტულაციის შესახებ რეზოლუციაში როგორ შეიძლება იყოს რაიმე კარგი? არა რა, ნამდვილად არ შეიძლება იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე ნაცები ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებენ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner