logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერის ჩაურთველობა შედეგია და არა მიზეზი
- +

19 ივლისი. 2016. 11:33


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერების ჩართვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 


„დღეს ბევრმა დამირეკა სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერების ჩაურთველობის საკითხზე. მოდი, ამ კუთხით შევხედოთ ამ პრობლემას: რა უნდა კონდიციონერის ჩართვას? ერთი ხელის გაწვდა და ღილაკზე ხელის დაჭერა.

ეს არის პრობლემა? ალბათ ხვდებით, რომ - არა. კონდიციონერების ჩაურთველობა შედეგია და არა მიზეზი.

რის შედეგი? მოგახსენებთ.

ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების პერიოდში აშკარა კორუფციის ნიშნების შემცველი ექსკლუზივის გადაცემისა ე.წ. „ყვითელი მიკროავტობუსების" მფლობელებთან. შედეგად მივიღეთ მძღოლებთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მძღოლებს სოლიდური ყოველდღიური „დღის შენატანი" დაუწესდათ.

ამიტომ, მძღოლი ფეხზე აყენებს მგზავრებს, არ რთავს კონდიციონერს საწვავის (თანხის) ეკონომიის მიზნით და შედეგიც სახეზეა. ამას დაემატა ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილიდან „ფორდის" დიზელის ძრავების ამოღება და მასში მეორადი „მერსედესის" (!) ბენზინზე მომუშავე (!) ძრავების ჩაყენება და შემდეგ მათი გაზზე გადაყვანა ყოველგვარი უსაფრთხოების პროცედურების გარეშე.

უკმაყოფილოა მძღოლი, უკმაყოფილოა მგზავრი. მაშ ვინ არის კმაყოფილი? მხოლოდ და მხოლოდ მფლობელი კომპანია",- წერს ოგბაიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner