logo_geo
eng_logo
ჩხოროწყუს ხუთ სოფელში ახალი ამბულატორიები აშენდა
- +

22 ივნისი. 2021. 18:52

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ახალი საექიმო ამბულატორიები გაიხსნა.

 

ახალი ამბულატორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა  მოადგილე ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.  

 

ამბულატორიებს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს ადმინისტრაციულ შენობებში უწევდა მუშაობა.

 

დღეიდან ისინი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის და საჭირო ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოემსახურებიან მოსახლეობას.

 

2019 წლიდან საექიმო ამბულატორიები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში – ნაფიჩხოვოში, თაიაში, ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში აშენდა.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და თანხამ ჯამში 400 000 ლარამდე შეადგინა.

 

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner