logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის მავზოლეუმს ესტუმრა
- +

19 ივლისი. 2016. 12:02


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე,  პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის  საფლავი გვირგვინით შეამკო.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.


„ათათურქმა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ და ლიდერმა, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში",- აღნიშნულია ჩანაწერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner