„ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და კასეტური ბომბებით და მძიმე არტილერიით დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არის ტყუილი. მანამდე იქ საბრძოლო მოქმედებები იყო. ეს არავინ დააფიქსირა“, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„3 წელია მე პირადად ამაზე ვლაპარაკობ და დღეს რატომ აუტყდათ ეს სრული ისტერია? გამოვიდნენ და გვლანძღავენ, მიუძღვნეს სიუჟეტები, ამით გადაცემები გახსნეს და მთელი ამბავი იყო. რატომ მოხდა? იმიტომ რომ მათ ეთერში ვილაპარაკე მე ეს გუშინ, მათ მომხრეებს ვუთხარი მეტწილად. რა თქმა უნდა, ყველა უყურებდა და აღარ მინდა უკვე დაყოფა საზოგადოების“, - განაცხადა მდინარაძემ.