logo_geo
eng_logo
იმედა კახიანი: მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში
- +

23 ივნისი. 2021. 00:59

 

 

მსახიობი იმედა კახიანი აცხადებს, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია.

 

მისი განმარტებით, ეს არის მათი ერთადერთი იარაღი მტრის წინააღმდეგ.

 

"დღეს რა საშუალება გვაქვს მსახიობებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თუნდაც, რუსეთს ვებრძოლოთ? მხოლოდ ის, რომ ჩავიდეთ იქ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არავის დასაჩაგრი და არავისზე ნაკლები არ ვართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში და 5 კაციც  რომ მოვიდეს და ტაში დამიკრას, მეტი არ მინდა - ის 5 კაციც ხომ ჩემი გახდა?! ჩემი იარაღი ეს არის, სხვა იარაღი მსახიობს არ აქვს,"-განაცხადა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner