logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალები“ რაღაცას ხომ აკეთებდნენ და შენდებოდა ქვეყანა - რატომ გვქონდა რეგიონში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხალხი კი ღარიბდებოდა?
- +

23 ივნისი. 2021. 00:40

 

 

„ჩვენი მომხრეებისთვისაც კი ცოტა რთული იყო იმის დაჯერება, რომ ეს ხალხი რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ გვერდზე გადავდებთ საერთოდ ჩვენს და მათ განცხადებებს და მხოლოდ ფაქტებს შევხედავთ - „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა სინამდვილეში რუსულ საქმეს ემსახურება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ეს რეზოლუცია იყო იგივე, რაც სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გაყიდვის შემთხვევაში, კოდორის ხეობის უომრად დათმობის შემთხვევაში, ახალგორთან დაკავშირებული ფაქტების შემთხვევაში - მავნებლობა, რომელიც პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს ხოლმე წყალს. ჩვენი მომხრეებისთვისაც კი ცოტა რთული იყო იმის დაჯერება, რომ ეს ხალხი რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ გვერდზე გადავდებთ საერთოდ ჩვენს და მათ განცხადებებს და მხოლოდ ფაქტებს შევხედავთ - „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა სინამდვილეში რუსულ საქმეს ემსახურება. სხვათა შორის, მათ მეორე კითხვაზე არ უპასუხიათ. საზოგადოების ნაწილში არსებობს განცდა, რომ „ნაციონალები“ რაღაცას ხომ აკეთებდნენ და შენდებოდა ქვეყანა - ესეც ტყუილი ნარატივია, რომელიც თავის დროზე დაალაგეს იმ ტელევიზიებმა, რომლებსაც პრაქტიკულად ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. გუშინ ამაზე რომ ვილაპარაკე, დღეს არავის უპასუხია. რატომ გვქონდა რეგიონში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხალხი კი ღარიბდებოდა? სიღარიბის მაჩვენებელი იზრდებოდა ეკონომიკური წინსვლის პარალელურად - რანაირად მოახერხეს ეს?“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner