ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედის ფაქტორში“ 2008 წლის ომის დროს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით გორში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
„რეალურად ფორთხავდა უმაღლესი მთავარსარდალი. სამარცხვინო სურათი იყო. მე პირადად, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, რომ ეს კადრი არა თუ არ მენახა, არ არსებობდეს. ვინაიდან ეს ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა. მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ბერნარ) კუშნერი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.