კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„Oxford Dictionary-ის მიხედვით, თანმიმდევრულობა - დროთა განმავლობაში ერთგვარად მოქმედება ან კეთება, განსაკუთრებით სამართლიანობისა და სიზუსტის თვალსაზრისით; დროთა განმავლობაში უცვლელი ბუნება, სტანდარტი ან ეფექტი; ის, რაც არ შეიცავს ლოგიკურ წინააღმდეგობებს.
მედიცინის, ვირუსოლოგიის, ეპიდომიოლოგიის თვითმარქვია "ექსპერტებო", იყავით თანმიმდევრულნი თქვენ ფსევდო-პროფესიონალურ საჯარო გამონათქვამებში - არ გვინდა კომენდანტის საათი! არ გააუქმოთ კომენდანტის საათი! არ გვინდა პირბადე! რატომ უნდა მოვიხსნათ პირბადე?! და ა.შ.
სოცქსელები რომ არ ყოფილიყო, სად "გამომზეურდებოდა" ამდენი "ჭკუა"“, - წერს აბაშიძე.