საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლოთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებს ელოდება. ლორთქიფანიძე ცვლილებებს არ ელოდება კოალიციაში და ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში მივა.
„ვფიქრობ, მთავრობაში ცვლილებები იქნება. ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ მას სჭირდებოდა პერიოდი და ცვლილებები სწორედ პრემიერის დისკრეციაში შედის", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.