„რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში, ეს არის ცალსახად დანაშაული!“, - წერს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქზე“.
„ამ გახრწნილმა პოლიტიკურმა ძალამ გაუგონარი რამ ჩაიდინა, როდესაც მთავარსარდალმა და პოლიტხელმძღვანელობამ მიატოვა ჯარი. შემდეგ კი წაგებული ომი გამარჯვებულად გამოაცხადა და ადამიანები აზეიმა!
ბოლოს კიდევ ერთი საუკუნის დანაშაული ჩაიდინა ამ არაეროვნულმა ძალამ 2008 წლის სექტემბერში და ევროპული დოკუმენტზე ხელისმოწერით საქართველოს დააბრალა ომის დაწყება!
ამიტომაც დროა ამ ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ პასუხი აგოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე!“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.