logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: იძირება ნაცების "ტიტანიკი", ოღონდ იძირება ძალიან სამარცხვინოდ
- +

23 ივნისი. 2021. 02:51

 

 

„იძირება ნაცების "ტიტანიკი", ოღონდ იძირება ძალიან სამარცხვინოდ. არა ისე, მოწინააღმდეგის ავიამზიდს განზრახ რომ შეეჯახები მისი ჩაძირვის მიზნით, რასაც შენი გმირული სიკვდილიც მოყვება. არა - იძირები ბორტზე დაგროვებული საკუთარი ბალასტის სიმძიმის გამო, რომელსაც ვერ ელევი, თუნდაც თვითგადარჩენის მიზნით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მე რა თქმა უნდა არ ვიცი, რას ფიქრობს "მთავარი არხის" მედიაქსელის გურუ - ნიკა "გებელსი" გვარამია იმ ინოვაციაზე, რასაც ხელისუფლებასთან ყოველკვირეული შეხვედრები ჰქვია მის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სივრცეში - მაგრამ არა მგონია კარგ იდეად მოიხსენიებდეს. საკმარისი იყო ჯერჯერობით ორად-ორი გადაცემა გაეშვა, რომ საქართველოს ადეკვატური მოსახლეობისათვის ისედაც ცნობილმა ჭეშმარიტებამ, საქვეყნოდ გაიჟღერა უკვე ფეიკ-მეიკერთა მედია სამზარეულოდან, თანაც ისეთ თემებზე, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავდნენ საკუთარი სექტანტების ფაქიზი ნერვული სისტემებისაგან. თანაც ისეთი გამანადგურებელი ფაქტების, დოკუმენტებისა და ციფრების თანხლებით - რომელთა გაუგულვებელყოფა (უცხო სიტყვაა ფეიკმეიკერთა ლექსიკონში), წამყვანი ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არანაირად არ გამოსდით.

 

სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებში შემონახული, სააკაშვილის გაუკუღმართებული რეჟიმის ცოცხალი "მემატიანე - კინოდოკუმენტალისტიკის" განადგურებით, ნაცებისთვის დამდგარი უდანაშაულობის პრეზუმპციის ეიფორიის დრო ვადიანი აღმოჩნდა და დღეს, უკვე საკუთარი ტელესივრცეების მეშვეობით, საკუთარი თავები ვადაგასულ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ვინაიდან, ვიდეოფაილები შეიძლება გაანადგურო, მაგრამ, კლასიკოსის უკვდავი ციტატისა არ იყოს - "ხელნაწერები არ იწვის".

 

სწორედ ამ "ხელნაწერების" წინაშე აღმოჩნდნენ დღეს კიდევ ერთხელ უსუსურები - ოღონდ უკვე საკუთარი სექტანტების წინაშე, რომლებმაც შეიძლება პირველად გაიგეს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში "სახელმწიფო ღალატი" და რომ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი სწორედ მათი სექტის ქურუმები იყვნენ. და როგორ გინდა არ დაიჯერო, როდესაც ამის შესახებ მათ "მშობლიურმა" არხმა აუწყა და ვერანაირი კონტრარგუმენტი "მთავარ არხზე" არ გაისმა.

 

იძირება ნაცების "ტიტანიკი", ოღონდ იძირება ძალიან სამარცხვინოდ. არა ისე, მოწინააღმდეგის ავიამზიდს განზრახ რომ შეეჯახები მისი ჩაძირვის მიზნით, რასაც შენი გმირული სიკვდილიც მოყვება. არა - იძირები ბორტზე დაგროვებული საკუთარი ბალასტის სიმძიმის გამო, რომელსაც ვერ ელევი, თუნდაც თვითგადარჩენის მიზნით“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner