logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ტაივანი უეცრად მკვეთრ ტალღას განიცდის - მიზეზი მარტივია - ვაქცინირება პრაქტიკულად არც დაუწყიათ
- +

23 ივნისი. 2021. 02:16

 

 

„ტაივანი, რომელიც პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი რიცხვებით და პროცესის სანიმუშო მართვით გამოირჩეოდა, უეცრად მკვეთრ ტალღას განიცდის.  თუ აქამდე მაქსიმალური დღიური შემთხვევები 23 იყო, ბოლო კვირებში ამ მაჩვენებელმა 600-ს მიაღწია.  სულ შემთხვევების რაოდენობამ 14,000 გადააჭარბა, ხოლო სიკვდილმა - 538-ს. მიზეზი მარტივია - ქვეყანაში ვაქცინირება პრაქტიკულად არც დაუწყიათ“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩინეთმა რამდენჯერმე დაჟინებით შესთავაზა ტაივანს, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს, ჩინური ვაქცინები. თუმცა ხელისუფლებაც და მოსახლეობაც დიდი ეჭვით უყურებს ჩინეთის მხრიდან ამ დახმარებას, როგორც მუდმივად არსებული პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის კიდევ ერთ შესაძლო ფორმას.

ამერიკამ 6 ივნისს 750,000 დოზა მოდერნას ვაქცინა აღუთქვა ტაივანს, ხოლო ახლა გაასამმაგა დახმარების მოცულობა და დღეს საღამოს 2.5 მილიონი დოზა ჩავა ქვეყნის დედაქალაქში“, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner