მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სხვათაშორის, 8 აგვისტოს სატანკოს რომ ბომბავდნენ, სატანკოსთან იდგა Robert Sturua და ძლივს გამოვიყვნეთ მე და რეჟისორმა Nikoloz Heine-Shvelidze-მ!!! და როგორ ფიქრობთ, თბილისისკენ გამოიქცა???? არა, გავიგეთ, რომ ფოთის პორტს ბომბავდნენ და იქ წაგვიყვანა და დამთავრებამდე იქ ჩავრჩით. მხოლოდ გადმოვფრინდით 20 აგვისტოს. შემიძლია ვრცლად მოგიყვეთ ეს საოცარი ამბავი, ყოველ შემთხვევაში უნიჭო კოტე ყუბანეიშვილს; ჰიპსტერ ნაპროკურორალ ჩაჯვი გვარამიას და წითელ ხიდზე გაქცეულ მაშინდელ გმირ მთავრობას, დანა-ჩანგლით რომ შეგვატოვა 56-ე არმიას და ჰალსტუხი ღეჭია მფორთხავ მთავარსარდალს ბიჭების გვამებზე აქ რუსთაველზე კონცერტები ატარებინა... აი, ამ ნაძირალა რუსების მართლა აგენტების სალაპარაკო არაა რუსთაველის თეატრი და არც რობერტ სტურუა!!! აბა ვინმე ადგეს და მითხრას, რომ ამ საზარელ ბრალდებაში რასაც ვწერ ერთი სიტყვა თუ სიცრუეა! სულ ესაა“,- წერს ბესო ზანგური.