logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა თურქეთის კონსულის განცხადებაზე კომენტარს აკეთებენ
- +

19 ივლისი. 2016. 12:13


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თურქეთის კონსულის განცხადებაზე კომენტარს აკეთებენ.

 

„ამაზე გაკეთდა კომენტარები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მე მგონი, გაუგებრობა ამოწურულია",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


განათლების მინისტრის განმარტებით, სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება ადგილობრივი პროგრამების მიხედვით.

 

„შესაბამისად, არანაირად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამენაირად ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner