logo_geo
eng_logo
ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა დროებით გადაიფიქრა
- +

23 ივნისი. 2021. 11:40

 

„დიდ პატივს ვცემ საქართველოს პატრიარქს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავდივარ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ განუცხადა.

 

„როგორც დაანონსებულია, გაიმართება აქცია. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, დავიცდი უახლოესი ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მივიღეთ, აუცილებლად გადავალ“, - განაცხადა გახელაძემ.

 

დღეს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავენ გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები.

 

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი უკვე დაისვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უწყება ცხელი ხაზის დახმარებით გახელაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებს.

 

სუს-ში ადასტურებენ, რომ საკითხი რთულია, თუმცა, ყველა მსგავსი შემთხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურობის შედეგად უკანონო პატიმართა გათავისუფლებით სრულდება. გახელაძის გათავისუფლების საკითხს, ყველა მაღალ ტრიბუნაზე ახმოვანებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.

 

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner