logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: როგორ შეიძლება, დაგეგმო მსგავსი რამ?
- +

19 ივლისი. 2016. 12:24


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი CNN-თან ინტერვიუშიკატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო.

ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სწავლულს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. ერდოღანის განცხადებით, მან ადრე სიტყვიერად მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას გიულენის ექსტრადიციის თხოვნით, მიმდინარე კვირას კი ვაშინგტონი წერილობით შეტყობინებასაც მიიღებს.


„სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა. როგორ შეიძლება, დაგეგმო მსგავსი რამ? როგორ შეიძლება, დაუშვა ამდენი სამოქალაქო პირის დაღუპვა? ადამიანური სინდისი ამის საშუალებას მოგცემს? ეს შეუძლებელია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და მისი მეგობრები, კოლეგები იქნებოდნენ პირველი, ვინც ასეთ იდეაზე უარს იტყოდნენ", - განაცხადა ერდოღანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner