„არ მაქვს ილუზია, რომ ნაცტელევიზიების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსპობს ან ნაცსექტის ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილს სააკაშვილის მხარდაჭერაზე ხელს ააღებინებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული სტრუქტურა და მავნებლური ჭორების ბუდეა, მასთან და სხვა ნაცტელევიზიებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობას მაინც დადებითად შევაფასებდი. სააკაშვილის მარიონეტი ტელეარხების პირდაპირ ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები აუცილებელია, რათა ნაცსექტამ და მისმა მიმდევრებმა ცოტა ხნით მაინც მოისმინონ რეალური ფაქტები და განსხვავებული მოსაზრებები.
სხვა მხრივ ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ნაცტელევიზიების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსპობს ან ნაცსექტის ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილს სააკაშვილის მხარდაჭერაზე ხელს ააღებინებს“, - განაცხადა გია აბაშიძემ.