logo_geo
eng_logo
ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადაეცა
- +

23 ივნისი. 2021. 13:47

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა. 

 

მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

 

აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მანამდე, მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო გათვალისწინებული.

 

იმ ოჯახებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner