logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გახარიას პარტია არ უნდა დაემსგავსოს „ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს
- +

23 ივნისი. 2021. 14:26

 

„გახარიამ „ნადირობა“ არა „ქართული ოცნების“ მომხრეების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმებზე უნდა გამოაცხადოს!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სრულიად ბუნებრივია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გახარიას მიმართ მწვავე ნეგატიური განწყობა არსებობს, რადგან მან მშობლიური გუნდი ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყოველგვარი ლოგიკური დასაბუთების გარეშე მიატოვა.

 

მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას დაპირისპირება კონსტრუქციულობისა და აზრთა ჯანსაღი ჭიდილის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გახარიას პარტია არ უნდა დაემსგავსოს „ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებს ცოცხალი თავით არ აღიარებენ და მხოლოდ ცუდს ხედავენ.

 

და კიდევ: გახარიამ „ნადირობა“ არა „ქართული ოცნების“ მომხრეების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმებზე უნდა გამოაცხადოს!“ - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner