„შეუძლებელია, პრაიდი წარმატებით ჩატარდეს მაშინ, როდესაც მზე ძალიან ტრადიციულ, ეროვნულ ნიშანს გადის და სამყარო კაცობრიობისგან ტრადიციებისა და ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას ითხოვს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„ე.წ. პრაიდის გამართვით, პირველ რიგში, კოსმიურ კანონზომიერებას არღვევენ. როცა ლგბტ-ს დღეებს მაისში ზეიმობდნენ, აღვნიშნე, კუროს ზონაში ამის გამართვა ასტროლოგიურად მიზანშეწონილი არ არის, ის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ნიშანია-მეთქი. არ ვიცი, დამიჯერეს თუ რა მოხდა, მაგრამ პრაიდი მაისში აღარ გამართულა. ამჯერადაც არანაკლებ ცუდი პერიოდი შეარჩიეს. შეუძლებელია პრაიდი წარმატებით ჩატარდეს მაშინ, როდესაც მზე ძალიან ტრადიციულ, ეროვნულ ნიშანს გადის და სამყარო კაცობრიობისგან ტრადიციებისა და ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას ითხოვს. მათთვის ასეთი პრაიდების გასამართავად კარგი პერიოდებია, როცა მზე მერწყულის ან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის. ამ პერიოდში ლიბერალური პოზიციები, მსოფლმხედველობა საზოგადოებაში ჩვეულებრივზე მეტად გამძაფრებულია.
გარდა იმისა, რომ პრაიდი წარუმატებელი იქნება, ეს მათ პიროვნულადაც ცუდად დაუმთავრდებათ. კოსმიური კანონების დარღვევა არავის ეპატიება!“ - განაცხადა მიხელ ცაგარელმა.