logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: მესის არც უყოყმანია და თავისი მაისური გამომიგზავნა ავტოგრაფითა და მოსალოცი სიტყვებით
- +

23 ივნისი. 2021. 14:46

 

„მესიმ საჩუქარი რომ გამომიგზავნა, ეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის დამსახურებაა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ მსოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

 

„მესიმ საჩუქარი რომ გამომიგზავნა, ეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის დამსახურებაა. საჭადრაკო სამყაროში ყველასათვის ცნობილია ჩემი გულშემატკივრობა „ბარსელონასა“ და, განსაკუთრებით, მესისადმი, რის გამოც ასეთი ძვირფასი სიურპრიზი მომიმზადეს. როგორც მითხრეს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია დაუკავშირდა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს და მისი მეშვეობით მიაწვდინა ხმა მესის, რომელსაც არც უყოყმანია და თავისი მაისური გამომიგზავნა ავტოგრაფითა და მოსალოცი სიტყვებით.

 

მესის ეტყოდნენ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. შესაძლოა, მას ჭადრაკი საერთოდ არ აინტერესებდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი მაისურის გამოგზავნა და ზედ თბილი სიტყვების წარწერაზე უარი არ უთქვამს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებისათვის ცნობილი გამხდარიყო ჩემი სამი წლის წინანდელი სტუმრობა მათ ლეგენდარულ სტადიონ „კამპ ნოუზე“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner