logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანმა გელათში იუნესკოს ექსპერტების საქმიანობა შეაფასა
- +

23 ივნისი. 2021. 15:51

 

„ერთმა ექსპერტმა გელათის სახურავის პრობლემებზე უნდა დასვას დიაგნოზი და გვითხრას რა გადაწყვეტილება იქნება უპრიანი. მეორე ჯგუფიც იუნესკოს მიერაა რეკომენდებული, რომლებიც შეძლებენ კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკას, რომ შემდეგაც უნდა შემოგვთავაზონ გამოსავალი“, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათში იუნესკოს ექსპერტების საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

 

„აქაც რა თქმა უნდა გამოსავალს შევიმუშავებთ კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალ რესტავრატორებთან ერთად და მათი ჩართულობით. მთხოვეს, რომ ვითარების შესწავლის პროცესს დაესწროს ის 6-7ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტები არიან და მათთან ერთად იმუშავებს. ამასთან მათ თქვეს, რომ თბილისიდან გამგზავრებამდე შეგვხვდებიან“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner