საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ГРУ-ს პოლკოვნიკი სკრიპალი ხომ ცოცხლად გამოიტირეს, ახლა ბერიას აგარაკს დასტირიან ცხარე ცრემლით!
კაცო, თუ ასე შეგტკივათ გული, ბარემ თავისუფლების მოედნისა და „დინამოს“ სტადიონისთვის, ასევე მტკვრის სანაპიროსთვის ბერიას სახელის დაბრუნება მოითხოვეთ!
რა ბერიას აგარაკი?!
და რა აქვს მაგ შენობას ისეთი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭოს?!
იცით, რა მიკვირს?!
ქუთაისში მემორიალი ააფეთქეს, საბჭოთა სიმბოლოაო, როცა გენიალური მერაბ ბერძენიშვილის ამ მართლაც შესანიშნავ მემორიალს არცერთი (ვიმეორებ, - არცერთი!) საბჭოთა სიმბოლიკა არ ჰქონდა და ახლა ბერიას აგარაკიო, რაღაც დაფხავებულ ხის შენობაზე ლაპარაკობენ!
დამისახელეთ ერთი პუბლიკაცია ან მაჩვენეთ ერთი სიუჟეტი, სადაც ამ მემორიალის აფეთქებას აპროტესტებდით და დაგიჯერებთ, რომ საერთოდ რამეზე შეგტკივათ გული!
აგერ, საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, რეზო ინანიშვილის სახლი ნანგრევებად იქცა, რა ბერიას აგარაკი?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.