logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ძალიან საინტერესო მოდელი გვაქვს შემოთავაზებული ამ საარჩევნო კამპანიისთვის
- +

19 ივლისი. 2016. 12:35


პარლმანეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" სიის ახალი სახეებთან დაკავშირებით,  ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა. ბესელიას განცხადებით, პირველი 15 კანდიდატი  არა რიგითობის მიხედვით, არამედ სიახლის კუთხით არიან წარმოდგენილი.


„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო მოდელი გვაქვს შემოთავაზებული ამ საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის გამოცდილებასთან ერთად სიახლე. შეიძლება, ამ ადამიანების ნაწილი პოლიტიკისთვის იყოს ახალი, თუმცა ცალკეულ სფეროებში და მიმართულებებში -საჯარო აქტიურობის კუთხით, ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს. პირველი თხუთმეტი კანდიდატი არა რიგითობის მიხედვით, არამედ სიახლის კუთხით იქნა წარმოდგენილი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო გუნდის კანდიდატების დიდ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იცნობს, რადგან იქ არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც მინისტრის მოადგილეები არიან, იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე ან არასამთვარობო ორგანიზაციებში და ა.შ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ იდეალური გუნდი და იდეალური შემადგენლობა არ არსებობს. თუმცა, როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა დღეს, ყოველთვის გამოჩნდებიან კრიტიკოსები და ყოველთვის გამოჩნდებიან მომხრეები.

ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში პოზიტიური შეფასებები უფრო მეტი იყო, არ ვგულისხმობ ცალკეულ შემთხვევებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არის იდეალური და არავის აქვს ამბიცია, რომ მას არავინ გააკრიტიკებს. იქნებიან ახალი სახეები და იქნებიან ძველი შემადგენლობიდან ანუ არსებული პარლამენტიდან ადამიანები, და ეს იქნება ერთგვარი სინთეზი, რომ გამოცდილებასთან ერთად იყოს სიახლეც, იყოს სხვა ტიპის პარლამენტი, უფრო პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული",- განაცხადა ბესელიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner