logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გავა, ეს შეფასდება როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა
- +

23 ივნისი. 2021. 18:10

 

„ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ყველა პუნქტს, ოპოზიცია კი, სამწუხაროდ, ცალსახა ჩანაწერებთან დაკავშირებითაც კი კითხვებს სვამს. ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვლენ, თუმცა მოუწიათ შემოსვლა. სამწუხაროა, რომ ქუჩაში განხორციელებული დესტრუქციულ ნაბიჯების გადატანა ახლა პარლამენტში უნდათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამის მორიგი გამოვლინებაა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ თურმე ისინი პარლამენტიდან გავლენ. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს მათი ნებაა, თუმცა ეს ნაბიჯი შეფასდება როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა.

 

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული შეთანხმების ერთგულია. ჩვენ თანმიმდევრულად და კეთილსინდისიერად ვასრულებთ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ აბსოლუტურად ყველა პუნქტს. ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელშიც ასახულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ინიცირებულია, კომიტეტზე უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ და ხვალ განვიხილავთ პლენარულ სხდომაზე. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის კვორუმის გაზრდას. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ყველა პუნქტს, ოპოზიცია კი, სამწუხაროდ, ცალსახა ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვლენ, თუმცა მოუწიათ შემოსვლა. სამწუხაროა, რომ ქუჩაში განხორციელებული დესტრუქციულ ნაბიჯების გადატანა ახლა პარლამენტში უნდათ. ამის მორიგი გამოვლინებაა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ თურმე ისინი პარლამენტიდან გავლენ. ეს მათი ნებაა - დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი შეფასდება როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. დღეს ასევე მოვისმინეთ კახა ოქრიაშვილის განცხადება, რომელსაც, იმედია ყველა ოპოზიციური პარტია არ შეუერთდება, რომ თურმე ისინი პარლამენტში იმიტომ შემოვიდნენ, რათა სხვა ოპოზიციური პარტიები გაიყვანონ პარლამენტიდან. ეს განცხადება ყველაფრისმთქმელია. გზა ფართოა, შეიძლება გავიდნენ, თუმცა მათ აუცილებლად მოუწევთ შემოსვლა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner