სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს.
ეტინგერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.
„ჩემი პროგნოზი ასეთია - ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ", - განაცხადა გიუნტერ ეტინგერმა.