logo_geo
eng_logo
გიუნტერ ეტინგერი: სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ
- +

19 ივლისი. 2016. 12:43


სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს.


ეტინგერის  თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.


„ჩემი პროგნოზი ასეთია - ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ", - განაცხადა გიუნტერ ეტინგერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner