„უხერხულ მდგომარეობაშია ახლა ქალბატონი ბუჩუკური. ამბობს, რომ ერთ სასტუმროშიც არ ყოფილან გახარია და სააკაშვილიო. საილუსტრაციოდ გთავაზობთ სამ ფოტოს“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომელიც სააკაშვილისა და გახარიას აშშ-ში შეხვედრას უარყოფს.
„უხერხულ მდგომარეობაშია ახლა ქალბატონი ბუჩუკური. ამბობს რომ ერთ სასტუმროშიც არ ყოფილან გახარია და სააკაშვილიო. საილუსტრაციოდ გთავაზობთ სამ ფოტოს: 1 – ბუჩუკურის ტყუილი; 2 - გახარიას დაცვის უფროსი, გიორგი ჩიქოვანი სასტუმროში; 3 - იმავე სასტუმროში სააკაშვილი. დასკვნები თქვენთვის მომინდვია...“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე და ფოტოებს აქვეყნებს.