logo_geo
eng_logo
მუჰამედ ანვერი: საქართველო ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოიქცა ასე...
- +

5 მარტი. 2016. 13:44



თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი მუჰამედ ანვერი ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თავის დროზე, საქართველოს მიერ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება აშშ-ის ზეწოლას უკავშირდება.


„12-წლიანი მკაცრი სანქციების პერიოდში, არასდროს, არც ერთ ქვეყანასთან ურთიერთობა ჩვენი მხრივ არ გაგვიწყვეტია. აშშ-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დააფრთხეს არაერთი ქვეყანა, რომლებიც ირანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობდნენ, მათ შორის იყო ირანის ისტორიული მოკავშირე საქართველოც. რაც შეეხება საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის დაწესებას თავის დროზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოიქცა ასე. თუმცა, ჩვენ გვესმის საქართველოს მდგომარეობა და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა მუჰამედ ანვერმა თეირანში.


მუჰამედ ანვერი საქართველოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აღდგა, დადებით ნაბიჯად აფასებს.


ცნობისთვის, 2013 წელს საქართველომ ირანის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა, რაც ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებით და მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგების აუცილებლობით ახსნა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner