logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთად იმყოფებოდნენ ერთ სასტუმროში. დავსვა წერტილი?
- +

23 ივნისი. 2021. 22:06

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

„ისევ შემთხვევა და ისევ დამთხვევა??? ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და თუკი ვინმე „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეა, ამჯერად კი გიორგი გახარიაც ერთად იმყოფებოდნენ ერთ სასტუმროში. დავსვა წერტილი? ალბათობის თეორიის მიხედვით კი რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ყველა მინუს „ოცნება“ ერთად შემთხვევით მოხვედრილიყო. აქვე გახსენდება, რომ კეზერაშვილის მიერ გახარიას დაფინანსებაზე ინფორმაცია,

შემომწირველებს გავასაჯაროებთო და ჯერ კიდევ რომ არ გაუკეთებიათ? კი ბატონო, დავსვამ წერტილს, მაგრამ რაღაც არ ისმება! აი, მრავალწერტილი კი ბატონო...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner