საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, გახარია-სააკაშვილის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამ ნაცებს რაღა უხარიათ?!
სააკაშვილთან შეხვედრა რომ კომპრომატია, ის?!
შეხვედრა კი არა, მისი მონაწილეობით "დაჟე" დეზინფორმაციაც კი კომპრომატია!“, - წერს მძინარაშვილი.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ სასტუმროში ერთდროულად იმყოფებოდნენ.