logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მთავრობას „კოვიდის“ აცრები შემოაქვს თუ სიმართლის შრატი?!
- +

24 ივნისი. 2021. 02:49

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

 

„ეჭვი გამიჩნდა, მთავრობას კოვიდის აცრები შემოაქვს თუ სიმართლის შრატი?! რა მოუვიდა ამ კაცს?! ბიძინა პრორუსული არააო. მთავრობა რუსეთიდან არ იმართებაო.

ანაკლიის საკითხში ბოლომდე ვერ გავერკვიე რა მოხდაო.

უბრალოდ, სუსტი ეკონომიკა რუსეთის ინტერესებშიაო, თორემ პირდაპირი გაგებით პრორუსულები არ არიანო. 2012-ში ნოემბერში ვთქვი მთავრობა არაა პრორუსულიო. ვახ!!!

სალომეზეც გეკითხათ, ან მის ყოფილ პარტიაზე?!

ამ წამყვანს ჩემს ველზე არ გამოვფენდი, მაგრამ გრიგოლის ხათრით...

თან როგორ სვამს კითხვას, "თქვენი და დასავლეთის აზრი თუ ემთხვევაო?"

დასავლეთი ამბობს პრორუსული მთავრობააო?

რა გეშველებათ?!

კომენტარები უნდა ნახოთ. მყისიერად მოსყიდულად მონათლეს. აბა, ვინც მაგათ მუსიკას ა(ღა)რ უკრავს, ყველას ერთ იარლიყს აწებებენ. ცნობილი ხერხია“, - წერს სალუქვაძე.

 

ინფორმაციისთვის:

 

„ეს არ არის პრორუსული მთავრობა“, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

კითხვაზე, გადაუდგამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ნაბიჯები, რომლებითაც არა დასავლეთის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, დეპუტატმა ასეთი პასუხი გასცა:

 

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული, ეს როგორ ან რატომ მოხდა, ეს არის ანაკლია. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner