logo_geo
eng_logo
რა დახმარებებს იღებენ სოციალურად დაუცველები დედაქალაქში
- +

24 ივნისი. 2021. 03:02

 

900 300-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე საცურაო აუზებზე, სპორტულ დაწესებულებებში, რომლებიც მერიის განკარგულებაშია, სერვისებს სრულიად უფასოდ იღებს“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი დახმარება და კეთილშობილური პროექტი.

 

 „არ შეიძლება იყოს დიფერენციაცია იმ გარემოში, სადაც ბავშვმა უნდა მიიღოს გარკვეული სპორტული და სხვა ტიპის განათლება. ასევე სოციალურად დაუცველებისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი: პირველ და მეორე ბავშვზე გვაქვს 500-ლარის დაფინანსება, მესამე ბავშვზე 800 ლარი, მეოთხე ბავშვზე 1000, ხოლო ყოველ შემდეგ ბავშვზე 1500 ლარი დაფინანსება. უკვე 24 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო ეს დაფინანსება, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

მისივე თქმით, არის უფასო სასადილოები, სადაც ყოველ დღე 40 000 ადამიანი იკვებება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner