logo_geo
eng_logo
როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა დაფინანსება მერიის ჯანდაცვის პროგრამებით - ილია ელოშვილის განმარტება
- +

24 ივნისი. 2021. 01:30

 

„თუ თანხა არ სცდება 1000 ლარს, მაშინ ადგილზე, გამგეობიდან შეუძლიათ მოქალაქეებს ამ დახმარების მიღება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყოველ კვირა იკრიბება კომისია და მაქსიმალურად სწრაფად ფინანსდებიან მოქალაქეები.

 

„თუ თანხა 1000 ლარზე მეტია, გამგეობა გადაამისამართებს ამ მოთხოვნას ჩვენ სათაო ოფისში, საქალაქო სამსახურში. მოქალაქეს თვითონაც შეუძლია მიმართოს საქალაქო სამსახურს. ყოველ კვირა იკრიბება კომისია, ამას ძალიან მკაცრად ვადევნებთ თვალყურს და მაქსიმალურად სწრაფად ფინანსდებიან მოქალაქეები“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner