„სააკაშვილის მიმდევრებისათვის მხოლოდ პუტინის რუსეთი არსებობს, ჩვენთვის კი არსებობს ჩეხოვისა და დოსტოევსკის რუსეთი“, - ამის შესახებ შოთა რუსთაველი თეატრის დასის რეჟისორმა რობერტ სტურუამ, მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახლობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამგზავრებასთან დაკავშირები ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა! სააკაშვილის მიმდევრებისათვის მხოლოდ პუტინის რუსეთი არსებობს, ჩვენთვის კი არსებობს ჩეხოვისა და დოსტოევსკის რუსეთი და საერთოდ არ მანაღვლებს, რას იტყვის, მაგალითად, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია, რომელსაც ვაფრთხილებ, თუ ჩვენზე ბევრს ილაპარაკებს, გამოვალ და ვიტყვი, რომ იგი „კაგებეს“ ლეიტენანტია!
მოკლედ, ქართველი ვაი-პატრიოტების გასაგონად ვამბობ: დიახ, მე მივდივარ ჩეხოვის რუსეთში, თუ უნდათ, გამიყვანონ თავისუფლების მოედანზე და დამხვრიტონ!“ - განაცხადა რობერტ სტურუა.