„სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ის არის პოლიტიკური მაწანწალა“, -წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„უკრაინელი პოლიტიკოსები, ბლოგერები, ჟურნალისტები სააკაშვილს საჯაროდ ეკითხებიან - შენ საერთოდ, ვინ ხარ? მას უკრაინელად არ მიიჩნევენ და მათთვის გაუგებარია რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის ტელეარხ Україна 24-ზეც გამართულ ამასწინდელ დებატებზე, სადაც აგრესიულად იქცეოდა, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ის არის პოლიტიკური მაწანწალა, არაფერს წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინის პოლიტიკურ წრეებში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და „პოსტივის“ სიუჟეტს აქვეყნებს.
https://www.facebook.com/POSTV.News/videos/218424936793088/