„ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად კობა ნარჩემაშვილი დასახელდა, რამაც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალაში უკმაყოფილება გამოიწვია. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ამ ქვეყანაში თუ ყველა ერთნაირი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, მაშინ, ვინ აუკრძალა კობა ნარჩემაშვილს პარლამეტში კენჭისყრა? ვინ მოგცათ თქვენ უფლება, კარგებად და ცუდებად დაყოთ ადამიანები. ბარემ დაგვახარისხეთ და ის იქნება... ამოვიდა ყელში ეს ბაკქანალია ყველგან და ყველაფერში... მარტო ერთი „სასტავისთვის" შეიძლება თურმე ამ ქვეყანაში ყველაფერი... სუნთქვის უფლებაც თქვენ ხომ არ გკითხოთ?" - წერს გიორგი ფოფხაძე.