ოთხშაბათს, 20 ივლისს, 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან პოლიტიკური პარტია „ჩვენი სამშობლოს" მიერ გაიმართება საპროტესტო აქცია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აქციის მიზანია, შეახსენონ ამერიკის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.