ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სანამ მესიჯებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, იყო, არ იყო, შეხვდა, რაზე ისაუბრეს... თორემ ძალიან ნათლად იყიდებით“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გუშინ უარყო, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ, თუმცა, დღეს „რუსთავი-2“-ს გიორგი გახარიამ დაუდასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.