„საქართველოში ისეთი სიტუაციაა, მალე პირჯვრის გადაწერისთვის ხალხს დაიჭერენ!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
„უნგრეთი არის ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ სულ ახლახან უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში, ტელევიზიებსა და საჯარო დაწესებულებებში არასრულწლოვანთათვის ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
ახლა მე ვკითხულობ, მსგავსი კანონპროექტი რომ საქართველოს პარლამენტში შევიდეს, ვინ დაუჭერს მხარს - ნარკომანი „გირჩელები“ , სოდომისტი „ნაცები“, მამუკა ხაზარაძე თუ სოროსელი ლეკვები?
ამის შემდეგ ჩვენ რამე გვაქვს სალაპარაკო და ვიტყვით, რომ უნგრელებზე უფრო მაგარი ერი და ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები ვართ? საქართველოში ისეთი სიტუაციაა, მალე პირჯვრის გადაწერისთვის ხალხს დაიჭერენ!
რისი აფხაზეთის დამბრუნებლები ვართ ჩვენ, ხალხო, როცა ლომჯარია ვერ გადაგვიყენებია?!“- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.