logo_geo
eng_logo
გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

19 ივლისი. 2016. 13:47


სააგენტო „Reuters" ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ასოცირებულ სააგენტო „Ama"-ზე დაყრდნობით  ინფორმაციას ავრცელებს, რომ  გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

„ისლამური სახელმწიფოს" განცხადებაში აღნიშნულია, რომ 17 წლის მოზარდი, რომელიც დანითა და ცულით მატარებელში მყოფ მგზავრებს თავს დაესხა, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner